არაგაბარიტულია ტვირთი, რომელიც არ თავსდება სტანდარტულ მისაბმელსა თუ კონტეინერში.არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვას სჭირდება სპეციალური ტექნიკა და ნებართვები, თუმცა გადაზიდვის მთავარ ასპექტს წარმოადგენს საინჟინრო დაგეგმარების ეფექტიანად წარმოება.
გთავაზობთ.:
სპეციალურ ტექნიკას
მარშრუტის დაგეგმვასა და მისი დეტალების ცოდნას
საინჟინრო დაგეგმარების ეფექტიანად წარმოებას.
ელიტ ტრანზიტი იყენებს ლოგისტიკურად სწორად განლაგებულ სასაწყობე ქსელს ევროპისა და თურქეთის მასშტაბით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს, უმოკლეს ვადებში ოპტიმალური მარშრუტების შერჩევას, თქვენი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. ოპტიმალურად შერჩეული მარშრუტი დამატებითი ბერკეტია გადაზიდვის ტარიფის ოპტიმიზაციისათვის. კომპანიის საწყობები ევროპის მასშტაბით განლაგებულია გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ინგლისში, პოლონეთსა და ბულგარეთში. თურქეთის საწყობი მდებარეობს სტამბულში.
ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე ზრუნვა ელიტ ტრანზიტის სიძლიერის ის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
ტვირთის ადგილმდებარეობის კონტროლი 24 საათის მანძილზე.ჩვენი პარტნიორი გადამზიდავების მზარდი ქსელი გარანტიაა იმისა, რომ ბაზარზე არსებული შემოთავაზებებიდან ყოველთვის საუკეთესოს მიიღებთ.