კომპანია "ელიტ ტრანზიტი" გთავაზობთ სრულყოფილ საბაჟო-საბროკერო მომსახურებას. ტვირთის ტრანსპორტირებისას არასრულყოფილად შევსებულმა საბაჟო დელკარაციამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. ჩვენ გაგიმარტივებთ საბაჟოსთან ურთიერთობას, თავიდან აგაცილებთ ჯარიმებს და ტვირთის დაგვიანებით მიღებულ პრობლემებს.
ელიტ ტრანზიტი იყენებს ლოგისტიკურად სწორად განლაგებულ სასაწყობე ქსელს ევროპისა და თურქეთის მასშტაბით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს, უმოკლეს ვადებში ოპტიმალური მარშრუტების შერჩევას, თქვენი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. ოპტიმალურად შერჩეული მარშრუტი დამატებითი ბერკეტია გადაზიდვის ტარიფის ოპტიმიზაციისათვის. კომპანიის საწყობები ევროპის მასშტაბით განლაგებულია გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ინგლისში, პოლონეთსა და ბულგარეთში. თურქეთის საწყობი მდებარეობს სტამბულში.
ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე ზრუნვა ელიტ ტრანზიტის სიძლიერის ის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
ტვირთის ადგილმდებარეობის კონტროლი 24 საათის მანძილზე.ჩვენი პარტნიორი გადამზიდავების მზარდი ქსელი გარანტიაა იმისა, რომ ბაზარზე არსებული შემოთავაზებებიდან ყოველთვის საუკეთესოს მიიღებთ.